ექსკურსიები აბასთუმნის ობსერვატორიაში
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მრავალი ათეული წელია ტარდება ექსკურსიები ნებისმიერი მსურველისთვის. ექსკურსიაში შედის პოპულარული ლექცია, ასევე ობსერვატორიის პირველი ტელესკოპის - 40-სმ-იანი რეფრაქტორისა - და მუზეუმის დათვალიერება. ღამის საათებში შესაძლებელია ტელესკოპით ციური სხეულების ნახვაც (მხოლოდ მოწმენდილი ამინდის დროს). ზაფხულის სეზონში ექსკურსიები ტარდება ყოველდღე 11:00-დან ღამის 3:00-მდე. ექსკურსია ფასიანია და გრძლედება დაახლოებით 1 საათი. ტარიფები იხილეთ ქვევით. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577-23-77-83.
დაწვრილებით
თანამგზავრ "Swift"-ის მეშვეობით განხორციელებული ბლაზარ Markarian 501-ის ინტენსიური დაკვირვებები
2014 წ. 24–27 მაისის განმავლობაში თანამგზავრ "Swift"-ის მეშვეობით განხორციელდა ბლაზარ Markarian 501-ის ინტენსიური დაკვირვებები ბიძინა კაპანაძის მოთხოვნის საფუძველზე პროექტის "Targets of Opportunity" ფარგლებში (იხ. ლინკი). დაკვირვებათა ციკლის ID არის 35023. დაკვირვებებზე მოთხოვნა უკავშირდებოდა ობიექტის ყოფნას ყველაზე მაღალი რენტგენული სიკაშკაშის მდგომარეობაში "Swift"-ის ფუნქციონირების დაწყების შემდგომ (2004 წ. ნოემბერი).
დაწვრილებით
მზის კორონალური წვიმა
მზის კიდეზე აქტიური რეგიონის და პროტუბერანცის დაკვირვებისას ჩანს დედამიწაზე მომხდარი წვიმის მსგავსი მოვლენა. ქრომოსფეროს ტემპერატურის მქონე ღრუბლიდან მზის ზედაპირზე ვარდება ცივი და მკვრივი წვეთები. წვეთები ვარდება მზის მაგნიტური ველის გასწვრივ. ჯერ კიდევ უცნობია როგორ ხდება წვიმის ჩამოყალიბება.
ავტორი: ზურაბ ვაშალომიძე
დაწვრილებით
კორონალური მასის ამოფრქვევა
კორონალური მასის ამოფრქვევა (Coronal Mass Ejection - CME) ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური, შთამბეჭდავი და ენერგეტიკული მოვლენაა მზის ატმოსფეროში. ეს არის პლაზმის უზარმაზარი ღრუბელი, რომელიც შეიცავს მილიარდობით ტონა კორონალურ მატერიას, და ამოიფრქვევა და ვრცელდება პლანეტათშორის სივრცეში. ზოგიერთი CME შეიძლება მომართული იყოს როგორც სხვა პლანეტებისკენ, ასევე დედამიწისკენაც, რამაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მათზე.
ავტორი: ეკა გურგენაშვილი
დაწვრილებით
მზის გიგანტური ტორნადო
ტერმინი „მზის გიგანტური ტორნადო“ ეწოდება მზეზე დაკვირვებულ მოვლენას, რომელიც გამოიყურება ტორნადოს მსგავსად. მზის კიდეზე დაკვირვებული ეს მოვლენა ძალიან წააგავს დედამიწაზე მომხდარ ტორნადოებს, თუმცა მათში მიმდინარე ფიზიკური პროცესები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. უმეტეს შემთხვევაში, მზის გიგანტური ტორნადოები უკავშირდებიან მზის სხვა მოვლენებს, კერძოდ ბოჭკოებს/პროტუბერანცებს.
ავტორი: ირაკლი მღებრიშვილი
დაწვრილებით